გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ ნორმატიული აქტები გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა

29-09-2022

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის დადგენილება #470 „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ" დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

იხილეთ ბმული: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5578813

 

ასევე, გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #336 „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის #220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე".

 

იხილეთ ბმული: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5579048?publication=0

 

აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თანხმად, გაზრდილია ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა 30 ლარამდე, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები, განსაზღვრულია თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით.

 

ორივე დოკუმენტი გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031