30-09-2022
ჩვენ გვაქვს წარმატებული არაღიარების პოლიტიკა. როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ოთხ ქვეყანას ჰქონდა აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და ეს ოთხი დარჩა ოთხად. ათი წლის მანძილზე „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ძალიან წარმატებული არაღიარების პოლიტიკა. იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვიწოდებდნენ პრორუსებს და ა.შ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებულ არაღიარების პოლიტიკას ვახორციელებდით - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ოპოზიცია გამოდის ისეთი მოწოდებებით, რომლებიც მიმართულია ამ ოთხის ხუთად გახდომისკენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არავითარი წითელი ხაზი არ აქვთ
„დღესაც ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ ეს პოლიტიკა წარმატებით გაგრძელდეს და ეს ოთხი არ გახდეს ხუთი. ეს არის ჩვენი საერთო ეროვნული ინტერესი. როდესაც ოპოზიცია გამოდის ისეთი მოწოდებებით, რომლებიც მიმართულია ამ ოთხის ხუთად გახდომისკენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არავითარი წითელი ხაზი არ აქვს მათ შორის ისეთი წითელი ხაზი, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს საერთო ეროვნულ ინტერესებთან. როდესაც შენ ცდილობ, რომ ხელოვნურად შეუშალო ხელი არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას, ეს ნიშნავს იმას, რომ არავითარი ეროვნული ინტერესი არ გაქვს“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024