5-10-2022
კასპის მუნიციპალიტეტის მერია 6 წელია მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებს. პროექტით განსაზღვრულ სამუშაოს კი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების დახმარებით ახორციელებენ.
ფინანსდება: შიდა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის გაყვანილობის შეკეთება, სადარბაზოს შესასვლელში პანდუსის, სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი, შენობის ფასადის შეკეთება, მრავალბინიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრება, შენობის სახურავის შეკეთება და სხვა.
მიმდინარე წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საჭიროებებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარის დაფინანსებაა გამოყოფილი. ამ ეტაპზე 7 პროექტია დაფინანსებული, მათგან 4 დასრულებულია, ერთი დასრულების პროცესშია ორზე კი გაფორმებულია ხელშეკრულება და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. შვიდივე პროექტი 133 225 ლარის ღირებულებისაა.
"ჩვენი მიზანია მათივე ჩართულობით, ხელი შევუწყოთ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. გააქტიურდით, გამოიყენეთ არსებული შესაძლებლობა - შექმენით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოიწესრიგეთ თქვენი საცხოვრებელი შენობის პრობლემები" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
16-11-2024
16-11-2024