გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე: შემიძლია პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ კატეგორიულად არ დავეთანხმო მის განცხადებას

5-10-2022

თუკი მთავრობის გადადგომა, ამ მიზნით მიტინგის და აქციების გამართვა, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა შედის კრიტიკის ჩარჩოებში, მაშინ კელი დეგნანის განცხადებას დავეთანხმები თავიდან ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში - არა,- ასე პასუხობს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კელი დეგნანის განცხადებას არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით.


მდინარაძის თქმით, მას აქვს უფლება ელჩის განცხადებას კატეგორიულად არ დაეთანხმოს.


"მე მაინც მიმაჩნია მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, აქციების დაორგანიზება და ამგვარ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა უფლებადამცველის საქმე არ არის. თუ მე მართალი ვარ ამ შემთხვევაში, ასევე მართალი ვარ თუ ამ განცხადებას არ დავეთანხმები. მე შემიძლია პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ ამის მიუხედავად, არ დავეთანხმო მის განცხადებას კატეგორიულად, ამის უფლება მაქვს. ნუ გაქვთ ის წარმოდგენა, რომ არსებობენ ადამიანები, თუნდაც, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთაც დავუშვათ, დიდი წვლილი ჰქონდეს შეტანილი ქვეყნის განვითარებაში, რომლებთანაც შედავება და შეკამათება არ შეიძლება, ეს ფსიქოლოგია არ არის, არც საზოგადოების დაკვეთა და არც ეროვნული ინტერესებიდან არ გამომდინარეობს,"- განაცხადა მდინარაძემ.
აშშ- ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ზოგჯერ არასასიამოვნოა სამოქალაქო საზოგადოების შეფასების მოსმენა, მაგრამ ეს მათი როლია.


"ზოგიერთი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განსაკუთრებით გასაკვირი იყო, როგორც პარლამენტის ბევრმა წევრმა, ვინც მთავრობაში მოსვლამდე მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოებაში, იცის, სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღ დემოკრატიაში,"- განაცხადა დეგნანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930