გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე პრაღის სამიტზე: ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები არის დასტური იმისა რომ ჩვენი ქვეყანა მყარ ნაბიჯებს დგას ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პროცესში

7-10-2022

44 სახელმწიფოს მეთაურიდან, საქართველოს და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებს უმნიშვნელოვანესი თემატური დისკუსიის ,,მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე" თანა თავმჯდომარეობა შესთავაზეს, რაც ერთის მხრივ ძალიან დიდი პატივი და მეორეს მხრივ ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა- წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე პრაღაში გამართული ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შესახებ.

 

მისივე თქმით საქართველოს ყველა მეგობარი და პარტნიორი აღიარებს იმ აშკარა პროგრესს რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში განიცადა ჩვენმა სახელმწიფომ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამ ურთულეს ვითარებაში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შენარჩუნება.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 6-7 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში, ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურებთან ერთად მონაწილეობს. 44 სახელმწიფოს მეთაურიდან, საქართველოს და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებს უმნიშვნელოვანესი თემატური დისკუსიის ,,მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე" თანათავმჯდომარეობა შესთავაზეს, რაც ერთის მხრივ ძალიან დიდი პატივი და მეორეს მხრივ ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა. 44 სახელმწიფოს მეთაური განიხილავდა ევროპაში არსებულ უმწვავეს გეოპოლიტიკურ ვითარებას, რუსეთ-უკრაინის ომს და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს. რა თქმა უნდა საუბარი შეეხო ევროპული ოჯახის გაფართოებას, თანამშრომლობის გაძლიერებას იმ ქვეყნებთან ვინც მომავალში აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

 

,,ევროპული პოლიტიკური გაერთიანება" საქართველოსთვის არის პლატფორმა და მექანიზმი კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის ევროკავშირთან, მის წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებთან. ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები არის დასტური იმისა რომ ჩვენი ქვეყანა მყარ ნაბიჯებს დგას ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პროცესში. საქართველოს ყველა მეგობარი და პარტნიორი აღიარებს იმ აშკარა პროგრესს რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში განიცადა ჩვენმა სახელმწიფომ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამ ურთულეს ვითარებაში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შენარჩუნება. 2023 წელს საქართველო აუცილებლად მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.

 

,,ქართული ოცნების" ხელისუფლება 24 საათიანი მუშაობით უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ განვითარებას, არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! დღეს კიდევ ერთხელ დაინახა მთელმა მსოფლიომ თუ სად დგას საქართველო და სად არის საქართველოს მომავალი!“- წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930