გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ სასირეთში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

7-10-2022

სოფელ სასირეთში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალშემკრები სისტემის სამუშაოები, შემდეგ კი სანიტარული ზონა მოეწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, სახელშეკრულებო ღირებულება 117 689 ლარია და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „თექ ჰაივეი“ ახორციელებს.
„ანალოგიური სამუშაოები უკვე განვახორციელეთ სოფელ თელიანში, გავზარდეთ წყლის დებეტი და მოსახლეობას წყლის მიწოდება გავუუმჯობესეთ. სოფელ სასირეთში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა შესაბამისად იქნება უზრუნველყოფილი სასმელი წყლით.“- აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031