გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
10-20-წლიან პერსპექტივაში ჩვენ განვსაზღვრეთ საქართველოს მომავალი. ამ პოლიტიკით შესაძლებელია, რომ საქართველოს მომავალი იყოს მხოლოდ განვითარებაზე დაფუძნებული - თავდაცვის მინისტრი

7-10-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. მან მან ხაზი გაუსვა მაღალიდონის ვიზიტებს, რომელსაც ქართული მხარე პარტნიორ ქვეყნებთან აწარმოებს.


„პრემიერ-მინისტრი ჩეხეთში გამართულ სამიტზე არის თანათავმჯდომარე, დღეს მქონდა შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან და იმ ფონზე, როდესაც ყოფილი თავდაცვის მდივნის მოადგილე ადასტურებს, რომ ჩვენი გატარებული პოლიტიკა არისერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ რეგიონში სახელმწიფოები, ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ საერთაშორისო იზოლაციაში ვართ. რა თქმა უნდა, ეს აბსურდია. მარტო მე გახლდით ოთხჯერ ერთი წლის განმავლობაში ბრიუსელში სამიტზე, ასევე,საკონტაქტო ჯგუფის წევრები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებთ პირდაპირ სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. ამ ყველაფრის მიუხედავად, არცერთი ვიზიტი არ გაშუქებულა ჩვენს ოპოზიციურ არხებზე, ეს არ არის ნორმალური ჟურნალისტიკა, ასეთ ჟურნალისტიკას არ იცნობს ცივილური სამყარო“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


მან რეგიონში არსებულ საფრთხეებზეც ისაუბრა დააღნიშნა, რომ საფრთხეები არ შეცვლილა, უბრალოდ, ომთანდაკავშირებით, გაზრდილია საფრთხის ინტენსივობა. „ჩვენს პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა და ჩვენი პოლიტიკის შედეგად, არამარტო დღევანდელ საქართველოს აცდა ეს პრობლემები, არამედ 10- 20-წლიან პერსპექტივაში ჩვენ განვსაზღვრეთ საქართველოს მომავალი. ამ პოლიტიკით შესაძლებელია, რომ საქართველოს მომავალი იყოს მხოლოდ განვითარებაზე დაფუძნებული“ - განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930