12-07-2018
ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელს პაატა ბურჭულაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კითხავენ.
საქმე ფონდიდან თანხების გაფლანგვას ეხება.
როგორც ბურჭულაძემ დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, აღნიშნულის გამოსაძიებლად საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვლენ.
„როგორც იქნა დაგვთანხმდა პროკურატურა და აი უკვე მეორედ ვხვდებით ერთამენთს, იმიტომ რომ მე ვთხოვე გამოიძიონ ეს საქმე მალე. არ შეიძლება 10 თვე ასე გაჩერება. ძალიან გაფუჭდა ქვეყნის იმიჯი, ფონდის იმიჯი და როგორც იქნა, ამ პროკურატურამ, რომელსაც ბევრი საქმე აქვს გამოძიებული და თავის საქმეში არიან ამაყად, მოიცალეს და ახლა იძიებენ აი ამ ძალიან რთულ საქმეს.
მე აზრზე არ ვარ დღეს რა აინტერესებთ, მაგრამ მე მაინტერესებს, როდის დაამთავრებენ გამოძიებას. მე ყოველთვის მინდოდა მორჩენილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ მე დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს საჭირო აღარაა, რადგან ჩამოვიყვანთ საერთაშორისო ექსპერტებს და ამაზე ადრე მორჩებიან. ამიტომ ეს მინდა შევთავაზო, რომ ნელა და ძალიან კარგად გამოიძიონ ეს ყველაფერი, რადგან საინტერესეო საქმეა და უნდა გამომჟღავნდეს“- განაცხადა ბურჭულაძემ.
18-12-2024