გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა

8-10-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრს ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა.


შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.


ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მზადაა, აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით.


გამოითქვა მზადყოფნა, რომ საქართველო, როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას სატრანსპორტო პროექტების განხორციელებასა და განვითარებაში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობას და უსაფრთხოებას კასპიის და შავი ზღვების გავლით.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა დაუდასტურა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930