9-10-2022
მოსმენებზე მინდა გითხრათ შემდეგი: ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი დაამუშავეთ, თქვენ ნახავთ რომ დღეს, მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი, ნებისმიერ ქვეყანას აქვს საშუალება მოსმენების.
ძალიან მარტივი არის, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მაგალითები გვაქვს ჩვენ, მათ შორის ჰაკერების და ძალიან ბევრი კონსპირაციული ორგანიზაცია არსებობს, ჰაკერული ორგანიზაციებიც არსებობს, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ გატეხონ თქვენი მობილური ტელეფონი, მოგისმინონ, მოიპარონ მთელი მონაცემთა ბაზა და ასე შემდეგ. ამაზე არ მინდა, რომ ვისაუბრო, ეს მინდა, რომ აგიხსნათ, - ამის შესახებ პრემიერმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მოსმენებს შეეხებოდა.
კითხვაზე, თუ რატომ უსმენენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ტყუილია და მათ არავინ უსმენს.
„არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს ტყუილია. მე გეტყვით, რომ ეს თემები არ არის ჩემთვის საინტერესო, თუ რაიმე გამოძიებისთვის იქნება საინტერესო, ამას გამოძიება გასცემს პასუხს,"- განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024