11-10-2022
თუ რამე კარგი კეთდებოდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს, ბიძინა ივანიშვილი ყოფილა დამფინანსებელი, მათ შორის ჯარის, პოლიციის შესაბამისი აღჭურვა, მაშინ არ იყო ოლიგარქი, თვითონ იწერდნენ ყველაფერს, ხმას არ იღებდნენ, როდესაც მათ ხელფასებს ურიგებდა, ცალკეულ სამინისტროებს აფინანსებდა, კულტურის მუშაკებს, ყველა სექტორს და სეგმენტს აფინანსებდა, ახლა გახდა ოლიგარქი, იმიტომ, რომ ტირანია დაამარცხა ქართველ ხალხთან ერთად და უკვე აღარ მოსწონთ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ეს არის საერთაშორისო კანონი, რომელიც საერთოა ყველასთვის, აქედან გამომდინარე, არ მოწონთ, რადგან შეეხება ჭიჭე ვაშაძის დამფინანსებელს, ლელოს დამფინანსებელს, ახლად გამოჩეკილ ოლიგარქ კეზერაშვილს, წაგებული ომის მინისტრი რომ იყო და მერე გამდიდრდა, ნაციონალურ მოძრაობას, ოპოზიცია კი ამბობს, რომ კანონი მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილს უნდა მოერგოს.
ირაკლი ზარქუას აზრით, ეს კანონი მისაღებია და მოხდება ლუსტრაცია, ვინ მოხვდება და ვინ არა, სწორედ ამის ეშინია რადიკალურ ოპოზიციას.
„ოლიგარქი არის ოლიგარქი, ეს არის საერთაშორისო კანონი, რომელიც საერთოა რუსეთისთვისაც, მოლდოვისთვისაც, უკრაინისთვისაც, ჩვენთვისაც და ყველასთვის, აქედან გამომდინარე, არ მოწონთ, იმიტომ, რომ შეეხება ჭიჭე ვაშაძის დამფინანსებელს, ლელოს დამფინანსებელს, 90-იანი წლებიდან მოდიან ხო, ახლად გამოჩეკილ ოლიგარქ კეზერაშვილს, წაგებული ომის მინისტრი რომ იყო და მერე გამდიდრდა, ნაციონალურ მოძრაობას შეეხება. ბუნებრივია, ახლა უკვე აღარ აინტერესებთ, არ უნდათ, ამბობენ, რომ მაინცდამაინც უნდა მოერგოს ბიძინა ივანიშვილს. ეს ადამიანი იცით ვინ არის? „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს თუ რამე კარგი კეთდებოდა, თურმე ეს ადამიანი ყოფილა დამფინანსებელი, მათ შორის ჯარის, პოლიციის შესაბამისი აღჭურვა, ამის დამფინანსებელი იყო ივანიშვილი, მაშინ არ იყო ოლიგარქი, თვითონ იწერდნენ ყველაფერს, ხმას არ იღებდნენ, როდესაც მათ ხელფასებს ურიგებდა, ცალკეულ სამინისტროებს აფინანსებდა, როცა ჩვენს კულტურის მუშაკებს, ყველა სექტორს და სეგმენტს აფინანსებდა, მაშინ არ იყო ოლიგარქი, მაგრამ ახლა უკვე გახდა, რატომ, იმიტომ, რომ ტირანია დაამარცხა ქართველ ხალხთან ერთად და უკვე აღარ მოსწონთ. ბიძინა ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი, ის მოვიდა ხელისუფლებაში, თავისი ნებით გადააბარა ხელისუფლების მართვა. არც აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ და არც არის ჩარეული პოლიტიკაში. ჩემი აზრით, ეს კანონი უნდა მივიღოთ და მოხდება ლუსტრაცია, ვინ მოხვდება და ვინ არა, სწორედ ამის ეშინია რადიკალურ ოპოზიციას“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
16-11-2024
16-11-2024