გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: როდესაც საუბარია მცირე მთავრობაზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება

13-07-2018

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, როდესაც საუბარია მცირე მთავრობაზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.


ამის შესახებ მაჭავარიანმა გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო მმართველობის ციფრულ ტექნოლოგიაზე მაქსიმალური დაფუძნება ბიუროკრატიასშეამცირებს და დამატებით თანხებს გამოათავისუფლებს.

"დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად, მეორე ინფორმაციული რევოლუცია ხდება – პირველი იყო ინტერნეტი და ახლა არის ბლოკჩეინი, რომელსაც მეორე ინტერნეტსაც კიუწოდებენ.
ეს ტექნოლოგია ჩვენ უნიკალურ საშუალებას გვაძლევს. შეგვიძლია და გვაქვს ამის ბუნებრივი უპირატესობა, რომ მივიღოთ სარგებელი და ამაზე მოვახდინოთკაპიტალიზაცია," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, სარგებელს მიიღებს კერძო სექტორი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრულ ტექნოლოგიას მაქსიმალურად დაეფუძნოს სახელმწიფო მმართველობა.

„თუ სახელმწიფო მმართველობას მაქსიმალურად დავაფუძნებთ ციფრულ ტექნოლოგიაზე, ეს გამოგვითავისუფლებს ბევრ ბიუროკრატიულ პროცესს და ამავდროულად, თანხებს, რომელსაც შემდეგ, შევეცდებით, მივმართოთ იმ პრობლემების დასაბალანსებლად და მოსაგვარებლად, რომელიც მოსახლეობას აქვს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მისივე თქმით, ციფრული მმართველობა მცირე მთავრობის კონცეფციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031