17-10-2022
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, “მთის ტრასების სააგენტოსთან“ ერთად დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში ყოველწლიურ სამთო - სათხილამურო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
“National Snow Show”-ს გამოფენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცნობილი ათლეტები (მოთხილამურეები/სნოუბორდისტები) დაესწრნენ.
გამოფენის ფარგლებში მოეწყო საქართველოს სტენდი, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს სამთო კურორტებს. “National Snow Show”-ზე სხვადასხვა ქვეყნის ათლეტების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრები, სადაც ერთმანეთს სამთო კურორტების, ზამთრის სპორტის შესახებ ინფორმაცია გაუცვალეს და გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიების ფარგლებში გამოფენის მონაწილეებმა საქართველოს მთის კურორტებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტები და ცნობილი ბრენდები, როგორებიც არიან: Salomon, Nordica, K2, Armada, Volki, Rossignol, Burton და სხვა.
16-11-2024
16-11-2024