13-07-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესის ბოლომდე მიყვანაა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით„ქართულ ოცნებას“ მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს, რომელსაც განმტკიცება სჭირდება
ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რა პრინციპებს ეფუძნება ის პროგრამა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ერთი, ეს გახლავთ ჩვენი ერის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაცია. ამ მიმართულებით „ქართულ ოცნებას“ აქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რომელსაც სჭირდება განმტკიცება“- განაცხადა ბახტაძემ.
19-12-2024
18-12-2024