გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მე-4 ქვეითი ბრიგადა 18 წლისაა

18-10-2022

საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადა 18 წლისაა. ვაზიანში, პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. ცერემონიალის დაწყებამდე, სტუმრებმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 


სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე", „უმწიკვლო სამსახურისთვის“, „გიორგი ანწუხელიძე", „გენერალი მაზნიაშვილი", „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „საბრძოლო იარისთვის“ დაჯილდოვდნენ.


საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრიც, სადაც გამარჯვებულ ქვედანაყოფს ბრიგადის გარდამავალი თასი, მედლები და სერტიფიკატები გადაეცა. 


სამხედრო ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროების ოჯახის წევრებისა და თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის „ღია კარის დღეც“ მოეწყო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ბრიგადის ტექნიკა და აღჭურვილობა. 


მე-4 ქვეითი ბრიგადის იუბილე ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის - „თორდასა“ და ანსამბლ „მამულიშვილების“ კონცერტით დასრულდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031