13-07-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, განათლებული, მოტივირებული და შესაბამისი სამეწარმეო სულისკვეთებით აღსავსე მოქალაქეები შეძლებენ ისეთი საქართველოს ჩამოყალიბებას, რომელიც აფხაზებისა და ოსებისთვის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება იქნება.
მისივე თქმით, განათლება, ახალგაზდრობა და ინოვაცია მისი ცხოვრების პრიორიტეტული მიმართულებებია.
„კიდევ ერთი პრინციპი, რომელიც გახლავთ ჩემი ცხოვრებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, განათლება, ახალგაზდრობა და ინოვაციაა, ვინაიდან, მწამს, რომ სწორედ განათლებული, მოტივირებული და შესაბამისი სამეწარმეო სულისკვეთებით აღსავსე მოქალაქეები შეძლებენ ისეთი საქართველოს ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქაალქეებისთვის, რომ ჩვენ ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო“- განაცხადა ბახტაძემ.
19-12-2024
18-12-2024