13-07-2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.
დავითაშვილის თქმით, აგროსასურსათო სექტორში უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირების მიზნით და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, მათ შორის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.
„ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, დადებითია ტენდენციები აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 777 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 12%-ით აღემატება 2016 წლის და 52.2%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მონაცემებს. სამინისტროს პროგნოზით აღნიშნული ციფრი (777 მლნ აშშ დოლარი) მიმდინარე წლის ბოლოს მილიარდს მიაღწევს.
აგროსასურსათო სექტორში უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირების მიზნით და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, მათ შორის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. დღეისათვის, ,,ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული ყველა საწარმო, რომელიც გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობს, ვალდებულია დანერგოს ISO-22000-ს ან HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტი“- განაცხადა დავითაშვილმა.
19-12-2024
18-12-2024