გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

25-10-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  რიში სუნაკს  გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
 
როგორც მთავრობის მეთაური ტვიტერში წერს, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს  შორის არსებული ურთიერთობები ბოლო წლებში ისტორიულ  მაქსიმუმზე ავიდა.
 
„ბატონ რიში სუნაკს ვულოცავ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.
 
ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა ბოლო წლებში.
 
ჩემ ბრიტანელ კოლეგას ვუსურვებ  წარმატებებს და მოუთმენლად ველი თანამშრომლობას საერთო ინტერესების ყველა შესაძლო სფეროში", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31