26-10-2022
მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმები, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.
აქცია მოიცავს თერაპევტის, გასტროენტეროლოგის, ქირურგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ნევროლოგის,უროლოგის, ოფთალმოლოგის კონსულტაციას, ასევე, ლაბორატორიულ კვლევებსა და კარდიოგრამას.
ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;
მისამართი: დუშეთი, კოსტავას ქ. N 34; კულტურული მემკვიდრეობის შენობა
ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.
16-11-2024
16-11-2024