გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს შეხვდა

26-10-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს ლასლო კოვერს შეხვდა. 


საუბარი შეეხო ქვეყნებს  შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების,  პარტნიორული თანამშრომლობის, მათ შორის, პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.


ხაზი გაესვა უნგრეთის მკაფიო პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან მიმართებით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ევროპულმა საბჭომ  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილმა ლასლო კოვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და აგრეთვე რეგიონში არსებული გარემო.  საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და იქ შექმნილ ვითარებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30