28-10-2022
საინტერესო იდეა გაახმოვანა გუშინ დავით მაღრაძემ, რასაც სრულად ვეთანხმები. საქართველომ დაუყონებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ყველა იმ ადამიანს, რომელიც ღიად გვთხოვს ომში ჩართვას- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით ეს იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური პასუხი მათი ბინძური განცხადებების გამო, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი თავდაცვითი სვლა, რომ მომავალში ვერავინ გაბედოს საქართველოს მიმართ მსგავსი რიტორიკით საუბარი!
“ძალიან საინტერესო იდეა გაახმოვანა გუშინ დავით მაღრაძემ, რასაც სრულად ვეთანხმები. საქართველომ დაუყონებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ყველა იმ ადამიანს, რომელიც ღიად გვთხოვს ომში ჩართვას. პირველ რიგში ჩვენ სანქციები უნდა დავუწესოთ არესტოვიჩს, დანილოვს, გონჩარენკოს, არახამიას და პოდოლიაკს. ეს იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური პასუხი მათი ბინძური განცხადებების გამო, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი თავდაცვითი სვლა, რომ მომავალში ვერავინ გაბედოს საქართველოს მიმართ მსგავსი რიტორიკით საუბარი!”- წერს ნიკოლეიშვილი.
16-11-2024
16-11-2024