31-10-2022
მიმდინარე წლის 1-25ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.
RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.
1 |
ლანჩხუთი |
01.11.2022 |
ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით |
10:00-17:00 |
2 |
გურჯაანი |
01.11.2022 |
თამარ მეფისქ. #9 (კურორტ ახტალის შესასვლელთან) |
10:00-17:00 |
3 |
ლენტეხი |
02.11.2022 |
თამარ მეფისქ. N 24, გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
4 |
ყვარელი |
02.11.2022 |
კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან |
10:00-17:00 |
5 |
ასპინძა |
07.11.2022 |
მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
6 |
ხონი |
07.11.2022 |
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
7 |
ვანი |
08.11.2022 |
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
8 |
ბაღდათი |
09.11.2022 |
წერეთლისქ. N 2, გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
9 |
დუშეთი |
10.11.2022 |
რუსთაველისქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი |
10:00-17:00 |
10 |
ამბროლაური |
10.11.2022 |
კოსტავას ქ. 20 |
10:00-17:00 |
11 |
მარტვილი |
14.11.2022 |
თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ |
10:00-17:00 |
12 |
ცაგერი |
15.11.2022 |
რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
13 |
ონი |
16.11.2022 |
აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ |
10:00-17:00 |
14 |
საჩხერე |
17.11.2022 |
თავისუფლებისქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
15 |
ტყიბული |
18.11.2022 |
კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
16 |
ამბროლაური |
24.11.2022 |
კოსტავასქ. 20 |
10:00-17:00 |
17 |
ყაზბეგი |
24.11.2022 |
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
18 |
კასპი |
25.11.2022 |
სააკაძისქ. N 68, საკრებულოს შენობასთან |
10:00-17:00 |
16-11-2024
16-11-2024