1-11-2022
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კოლხეთის ეროვნულ პარკთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის,სოფელ ჩიბათში კოლხეთის ეროვნულ პარკამდე მისასვლელი 9,923 კმ-იანი სრულად ამორტიზებული გზის რეაბილიტაცია. საჭირო ადგილებზე მოეწყო სანიაღვრეარხები და სხვა ხელოვნური ნაგებობები.
მდინარე ფიჩორის ნაპირზე კეთდება ნავმისადგომი, სველი წერტილი,საპიკნიკე და საპარკინგე ადგილები. გამოიყო ადგილები სპორტულითევზჭერისთვის, ადგილობრივი ნაწარმის გასაყიდად.
დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრისა და ღია კაფეს მშენებლობა.
მიმდინარე სამუშაოები დღეს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ დაათვალიერეს.
16-11-2024
16-11-2024