1-11-2022
წინა ხელისუფლების დამნაშავე ელემენტები ბიძინა ივანიშვილზე წლების წინ დაწყებულ საინფორმაციო, მორალურ და ფსიქოლოგიურ ტერორს აგრძელებენ. ეს დიდი ხანია აღარაა პოლიტიკური ბრძოლა, ეს პირადი დევნაა - წერს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში.
ამირან სალუქვაძე ფონდ "ქართუს" მიერ, 2000-2022 წლებში სპორტის განვითარებისთვის განხორციელებული საქველმოქმედო პროგრამების ჩამონათვალს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ჯამურად, მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის ფონდმა 126 მილიონი აშშ დოლარი გაიღო. მისივე თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე ჰგონიათ, ივანიშვილის ფინანსური დაზიანებით პოლიტიკურ სარგებელს ნახავენ, არადა, მხოლოდ საზოგადოება ზიანდება.
"ამ წერილში გავაგრძელებ დაწყებულ თემას და წარმოგიდგენთ ფონდ "ქართუს" მიერ სპორტის განვითარებისთვის განხორციელებული საქველმოქმედო პროგრამების ჩამონათვალს. როგორც ადრე დავწერე, წინა ხელისუფლების დამნაშავე ელემენტები ბიძინა ივანიშვილზე წლების წინ დაწყებულ საინფორმაციო, მორალურ და ფსიქოლოგიურ ტერორს აგრძელებენ.
ეს დიდი ხანია აღარაა პოლიტიკური ბრძოლა. ესაა პირადი დევნა. თავად მავნებლობის გარდა არაფერი უკეთებიათ. მეტიც, თუ რაიმეთი ტრაბახობენ, ლამის ყველა რეფორმა ივანიშვილმა დაუფინანსა, ენერგეტიკიდან დაწყებული, განათლებით დამთავრებული.
ახლა კი გააფთრებით ებრძვიან. ბევრი ამ სიის წაკითხვით დაიღლება. ეს ადამიანი კი ათეული წლებია თავის საკეთებელს აკეთებს, მათ შორის ახლაც, როცა მას ასე გააფთრებით უტევენ. ადრე დავწერე, რომ ამჟამად ათზე მეტი მსხვილი პროექტი ხორციელდება, მათ შორის შენდება რაგბის კიდევ ერთი სტადიონი. გადახედეთ სიას და სიის ბოლოში განვმარტავ ზოგიერთ ნიუანსს. სიაში მითითებულია სხვადასხვა პროგრამის დაწყების და დასრულების წლები. 2022 წელი სადაცაა მითითებული, პროგრამა ან წელს სრულდება, ან მიმდინარეა და გაგრძელდება. ფონდ "ქართუს" საქველმოქმედო პროგრამები სპორტის სფეროში (2000-2022 წლები) - ფარიკაობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019); - წყალბურთის სპორტული კლუბი ,,ივერია''-ს საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019); - სამბოს ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019); - რაგბის კავშირის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019); - რაგბის მოედნების შენახვის და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები (2009-2022); - მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2022); - ჭადრაკის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა; - სროლის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა; - კრივის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა; - ძიუდოს ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა; - ჭიდაობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა; - კარატეს ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა; - ხელბურთის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა; - მერჯევის სტადიონის რესტავრაცია (2009); - საჩხერის სტადიონის მშენებლობა (2009); - ,,შევარდენის'' რაგბის სანაკრებო ბაზის მშენებლობა (2009-2011); - ავჭალის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2009-2011); - რუსთავის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2010-2012); - ასპინძის სარაგბო ბაზის მშენებლობა (2010-2012); - მარტყოფის რაგბის სანაკრებო ბაზის და სასტუმროს მშენებლობა დიდი დიღმის სარაგბო ბაზის მშენებლობა (2010-2014); - ქუთაისის რაგბის სანაკრებო ბაზის და სასტუმროს მშენებლობა (2011-15); - თბილისის ,,ბასას'' სახელობის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საწვრთნელი ბაზის რესტავრაცია (2012-2013); - ფოთის რაგბის სატადიონის მშენებლობა (2012-2015); - ჩოგბურთის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2012-2019); - გორის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2013-2015); - ბათუმის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2013-2016); - წყალოსნობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2013-2019); - ქართული ჭიდაობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2013-2019): - ვარკეთილში რაგბის ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა (2013-2015); - 2015 წლის ახალგზარდული ოლიმპიური ფესტივალის ხელშეწყობის პროგრამა (2015); - ქუთაისის სარაგბო ბაზის აკადემიის მშენებლობა (2015-2019); - დიღმის ,,ლოკომოტივის'' ბაზის მშენებლობა (2016-2019); - თელავის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2016-2019); ნუცუბიძის პლატოზე რაგბის სტადიონის მშენებლობა (2016-2019); - ქ. ზუგდიდში რაგბის სტადიონის და 50 ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა (2020-2022); - შევარდენის სარაგბო კომპლექსის სარეკონსტრუქციო სამუშაოები (2022). ჯამურად, მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის ფონდმა 126 მილიონი აშშ დოლარი.
დათვალეთ, რამდენი სტადიონი ააშენა ფონდმა, რამდენ სპორტულ ფედერაციას და კლუბს, სკოლას აძლევდა მუშაობის საშუალებას და ახლაც ეხმარება. მის მიერ აშენებული რაგბის სტადიონების შენახვის ხარჯებს დღემდე აფინანსებს, რაც ყოველწლიურად 5 მილიონს შეადგენს.
სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის სახელმწიფო ან საპატიო ჯილდო თუ არა, ერთი ადამიანური მადლობა არ ეკუთვნის?! სხვათაშორის, ერთი ნიუანსი უნდა განვმარტო, რასაც არავინ აქცევდა ყურადღებას. ადრე მუდმივად ვრცელდებოდა მრავალათასკაციანი სია, ვისაც ფონდი "ქართუ" გარკვეულ ანაზღაურებას უხდიდა. აგიხსნით, საიდან და რატომ დგებოდა ეს სიები. მაგალითად, ავიღოთ რომელიმე თეატრი, რუსთაველის, მარჯანიშვილის ან სხვა, რომელთა რეაბილიტაციაც ფონდმა განახორციელა. რად გინდა გალამაზებული თეატრი, თუ მსახიობები და რეჟისორები არ ითამაშებდნენ?! მათ კი მიზერული ანაზღაურება ჰქონდათ და სახელმწიფო ამ მიზერსაც ვერ უხდიდიდა. ამიტომ დადგა მაშინ დღის წესრიგში მსახიობების, მუსიკოსების, სპორტსმენების, მეცნიერების და სხვა ჯგუფების საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამების შემუშავების საჭიროება.
იგივე იყო სპორტშიც. 2000 წლიდან დღემდე, დამსახურებულ მწვრთნელთა და სპორტსმენთა საქველმოქმედო პროგრამების ხაზით ფონდმა თითქმის 16 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. ჩვენთან არაა ქველმოქმედების დაფასების და წახალისების კულტურა. დაფასებაში არ ვგულისხმობ გაღმერთებას და ქება-დიდებას. თუმცა ვერც ქებაში ვხედავ დასაძრახს. მაგრამ წინა ხელისუფლებამ ისე დაამუნათა ხალხი, რომ ზოგს ეშინია პოზიტიური აზრის გამოხატვა, ზოგს ცუდ ტონად მიაჩნია. ჩვენთან ხომ სააკაშვილის პროპაგანდა "პრადვინუტობად" ითვლება?! მთავარია გაყო პოლიტიკა და ქველმოქმედება და მეცენატის მიერ გაკეთებული საქმეები არ დააკნინო, არ უნდა გააკრიტიკო ტყემლის ნაცვლად ბალი რატომ დარგეო, ხალხს უჭირს და რა დროს მუზეუმიაო და ა.შ. კეთილი სიტყვა ახალისებს სხვა, ფინანსურად წარმატებულ ადამიანებს. კრიტიკას ვინ ამბობს, სიძულვილის ქარცეცხლია. ახლა მოიგონეს ახალი იარაღი - დეოლიგარქიზაცია და დეოლიგარქიზაციაში გულისხმობენ გაკულაკებას. თანაც, ვინ უნდა გააკულაკოს, ბიუჯეტის ყოფილმა მძარცველებმა და თავად ოლიგარქებმა. იქნებ ჯერ საკუთარი თავით დაგეწყოთ და დააბრუნოთ კომპანიები, ქარხნები, სხვა ბიზნესები, რომლებსაც უკანონოდ დაეუფლეთ?! ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკაში მყოფთ ჰგონიათ, რომ ივანიშვილის ფინანსური დაზიანებით, პოლიტიკურ სარგებელს ნახავენ. არადა, მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოება ზიანდება. შემდგომში სხვა სფეროზე, ცალკეულ ობიექტებზე, ან პროგრამებზე დავწერ. ბევრ ობიექტის რესტავრაციას საკმაოდ საინტერესო ისტორიები აქვს. იყოს ეს პოსტები. დარჩება სოციალურ ქსელში, ინტერეტში" - ნათქვამია ამირან სალუქვაძის წერილში.
16-11-2024
16-11-2024