3-11-2022
ექსპერტი გია გაბრიჭიძე ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის უკრაინის მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ - როცა უკრაინული კანონი პარლამენტში ფაქტობრივად უცვლელად შევიდა, მიხვდნენ, რომ ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდებოდა დასასანქცირებელთა სიაში. ეგ კი არა და პირიქით, თავად მათი დამფინანსებლები ექცეოდნენ დეოლიგარქიის კანონის ქვეშ, აღარ მოეწონათ და ახლა ამაზე ატეხეს ჭიჭყინი - „ოცნების“ კანონიაო.
მისივე თქმით, მიიღებს საქართველოს პარლამენტი ამ კანონს და შედეგი პრაქტიკულ ასპექტში ნამდვილად იქნება.
„როგორ არ იფაფხურეს, რას არ მიედ-მოედნენ, ჯერ ატეხეს ჭყივილი უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ იდეალურიაო, აი ახლა კი მივწვდებით ბიძინა ივანიშვილსო. იქ ვიღაც რასა იუკნევიჩიანე გამოხტა „დებიძინიზაცია“ თქვა და ამაზე საერთოდ ნეტარებას მიეცნენ. და როცა უკრაინული კანონი პარლამენტში ფაქტობრივად უცვლელად შევიდა, დაფიქრდნენ (ხანდახან იციან დაფიქრება), მიხვდნენ რომ ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდებოდა დასასანქცირებელთა სიაში. ეგ კი არა და პირიქით, თავად მათი დამფინანსებლები ექცეოდნენ დეოლიგარქიის კანონის ქვეშ, აღარ მოეწონათ და ახლა ამაზე ატეხეს ჭიჭყინი - „ოცნების“ კანონიაო.
არადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მკაფიოდ თქვა - რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, უკრაინამ შეიმუშავა თამამი კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ, კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ფაქტობრივად, ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს გააკეთა. ეს კარგია. ახლა საქმე იმპლემენტაციაზეა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ შედეგი პრაქტიკულ ასპექტში. კი ბატონო, მიიღებს საქართველოს პარლამენტი ამ კანონს და შედეგი პრაქტიკულ ასპექტში ნამდვილად იქნება“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024