4-11-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.
სხდომაზე სამინისტროს დაქვემდებარებული პროექტის განმახორციელებელი უწყებების შესაბამისი მენეჯმენტის და ბიუჯეტის განახლების, ასევე, სამოქმედო გეგმის მომზადების საკითხები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მიზნად ისახავს გარემოს ეროვნული სააგენტოს, ველური ბუნების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობას.
პროექტის საერთო ბიუჯეტი 56 500 000 შვედურ კრონას შეადგენს. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია; განხორციელების პერიოდი 2021 წლის დეკემბრიდან 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სხდომას საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი" კავშირის თავმჯდომარე მარიამ ქიმერიძე, საერთაშორისო ექსპერტი მდგრადი დაფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში, გაეროს მრჩეველთა საბჭოს წევრი ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში დარიუს პრასეკი, კომიტეტის წევრები და,ასევე, ონლაინ რეჟიმში, შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ერიკ ილესი და საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024