გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ხანიშვილი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებსა (USDA) და კანზასის შტატის უნივერსიტეტის ექსპერტებს შეხვდა

7-11-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებსა (USDA) და კანზასის შტატის უნივერსიტეტის ექსპერტებს შეხვდა.


შეხვედრაზე, ქვეყანაში ხორბლის სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების და საქართველოსთვის ხორბლის მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაზრდის მიზნით, ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგები განიხილეს. კვლევის საბოლოო შედეგების საფუძველზე, ექსპერტთა ჯგუფი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.


გიორგი ხანიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ხორბლის მარცვლის ადგილობრივი წარმოების როგორც ხარისხობრივი, ისერაოდენობრივი ზრდა და, თვითუზრუნველყოფით, საერთაშორისო ბაზრებზე დამოკიდებულების ჩანაცვლება.


„მადლობა მინდა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვის. კომპეტენტური საბოლოო რეკომენდაციებისმიღებით, ხორბლის სექტორში ახალი ეტაპიდაიწყება, რაც ქვეყანაში სასურსათო და სათესლე ხორბლის წარმოებასთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, ერთობლივი ეფექტიანი მუშაობით შევძლებთ დასახული მიზნის მიღწევას“,-განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.


როგორც ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა,ალენ ფიზერსტონმა აღნიშნა,ხორბლის სექტორში განხორციელებული პირველადი კვლევის შედეგების საფუძველზე, საქართველოს პროდუქციის ზრდის და ხარისხის გაუმჯობესების რეალური პოტენციალი გააჩნია.


„პროექტი მაშინ იქნება წარმატებული, როდესაც საქართველო მიაღწევს მთავარ მიზანს - გაზრდის ხორბლის მოსავლიანობას და საკუთარი შესაძლებლობებით ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებას“, - განაცხადა ალენ ფიზერსტონმა.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხორბლის დაავადებების საკითხზეც, რომელიც მოსავლიანობის გაზრდის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია.

აღსანიშნავია, მიმდინარე კვლევის ფარგლებში, ამერიკელმა ექსპერტებმა, ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში მოქმედი ხორბლის წარმოება-მომარაგების ჯაჭვი შეისწავლეს, შეხვდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისი სამსახურების სპეციალისტებს, ფერმერებს და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930