7-11-2022
ბიძინა ივანიშვილის მიერ სპორტის განვითარებისთვის გაღებულ ქველმოქმედებაზე „იმედის კვირის“ სიუჟეტში საუბრობს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი.
როგორც ირაკლი მეძმარიაშვილი აღნიშნავს, პირველად 2001 წელს გაიგო, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფინანსური დახმარება აღმოუჩინა ქართულ სპორტს.
„ეს იყო 2001 წელი, როდესაც საქართველოს ნაკრებმა პირველად რუმინეთში მოიპოვა ერთა თასი და მას შემდეგ ამ ერთა თასის მუდმივი მფლობელები ვართ. ეს იყო მაშინ, როდესაც იმდროინდელმა ფედერაციის პრეზიდენტმა მითხრა, პრემიები მაქვს და ბიჭებს უნდა გადავცეო და მაშინ გავიგე პირველად, რომ მან ფინანსური დახმარება აღმოუჩინა ქართულ სპორტს.
არ შეიძლება არ ვთქვათ დიდ სამთო-სათხილამურო კომპლექსზე, რომელსაც დიდველის კომპლექსი ქვია და სადაც სამი სრულფასოვანი, ძალიან მაღალი დონის საბაგიროა და 6 კილომეტრი სასრიალო ტრასა, ასევე უამრავი სხვა“ - აცხადებს ირაკლი მეძმარიაშვილი „იმედის კვირის“ სიუჟეტში.
16-11-2024
16-11-2024