7-11-2022
სირცხვილია მეგობრებო, სირცხვილია ომისა და ღალატის პარტიის, რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტები და კეზერატვ აგრძელებენ ,,პერფორმანსებს". თურმე საქართველოში საკონცენტრაციო ბანაკი ყოფილა და მის ტერიტორიას არ ვალაგებთ. იქნებ გვიპასუხონ დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა რა უნდოდა პოლონელ სტუმარს კერძო ტერიტორიაზე და ვინ სთხოვა მისი დალაგება? - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
ვლადიმერ ბოჟაძე პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მალგოჟეტა გოშევსკას საქართველოში ვიზიტს ეხმიანება, რომლის ფარგლებში, ტვ „ფორმულას“ ინფორმაციით, იგი ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია დაასუფთავა.
როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, 15 წლის წინ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" 7 ნოემბერი მოაწყო, დაარბია მოშიმშილეები, 3 ჯერ დაარბია მიტინგი და მიწასთან გაასწორა ტელეკომპანია ,,იმედი", საკონცენტრაციო ბანაკებზე უარესი მდგომარეობა იყო საპატიმროებში.
„ომისა და ღალატის პარტიის, რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტები და კეზერატვ აგრძელებენ ,,პერფორმანსებს". თურმე საქართველოში საკონცენტრაციო ბანაკი ყოფილა და მის ტერიტორიას არ ვალაგებთ 15 წლის წინ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" 7 ნოემბერი მოაწყო, დაარბია მოშიმშილეები, 3 ჯერ დაარბია მიტინგი და მიწასთან გაასწორა ტელეკომპანია ,,იმედი", საკონცენტრაციო ბანაკებზე უარესი მდგომარეობა იყო საპატიმროებში, მაგრამ ქუთაისშიც თუ იყო რამე არ ვიცოდი. ახლა საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე: ბანაკი,სადაც პოლონელი ტყვეები 1945-1947 წწ პატიმრებთან ერთად იყვნენ განთავსებულნი, რამდენიმე სხვადასხვა შენობაში მდებარეობდა, მათ შორის ქუთაისის ყოფილი აეროპორტის მიმდებარედ.
ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია სხვადასხვა დროს, არაერთ საერთაშორისო სტუმარს მოუნახულებია, მათ შორის პოლონეთის რესპუბლიკიდან, იგივე სტუმრები - ელჩიც და ვიცე სპიკერიც არაერთხელ ყოფილან. იქნებ გვიპასუხონ დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა, რა უნდოდა პოლონელ სტუმარს კერძო ტერიტორიაზე და ვინ სთხოვა მისი დალაგება? სირცხვილია მეგობრებო, სირცხვილია“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024