7-11-2022
გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენცია კარგი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების შესახებ წარმოებულ დიალოგში დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ჩასართავად , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
მთავრობის მეთაური ეგვიპტის პრეზიდენტს კონფერენციის მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.
"მოხარული ვარ, რომ ვესწრები შარმ-ელ-შეიხში გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის გახსნით სესიას. მადლობას ვუხდი ეგვიპტის პრეზიდენტს აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ღონისძიების მასპინძლობისთვის. ეს კონფერენცია ძალიან კარგი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების შესახებ წარმოებულ დიალოგში დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ჩასართავად. მოვიდა დრო, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი!",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |