გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გლდანში ავარიას ქვეითად მოსიარულე ქალი ემსხვერპლა

16-07-2018

გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქალი გზას კვეთდა, როდესაც მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მიღებული ტრავმების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

kvira

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728