10-11-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელემაუწყებლობის სახელოვანი ტელეწამყვანის ლია მიქაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელემაუწყებლობის სახელოვანი ტელეწამყვანის ლია მიქაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური სამძიმარს უცხადებს ლია მიქაძის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ტელემაუწყებლობის სახელოვანი ტელეწამყვანის ლია მიქაძის გარდაცვალების გამო. ლია მიქაძე იყო საქართველოს ტელევიზიის პირველი სახე, რომელიც მთაწმინდის ტელეხედვის სტუდიიდან პირველად მიესალმა საქართველოს და ტელევიზიის დაბადება ახარა. მისი მაღალი პროფესიონალიზმისა და აკადემიური სტილის გამო ხალხმა ის დამსახურებულად შეიყვარა და თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ადევნებდა თვალს მის მოღვაწეობას.
ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
16-11-2024
16-11-2024