გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა თადუმაძე:  სამართლიანობის აღდგენის ნაწილში სისტემური მიდგომაა საჭირო და აქ პარლამენტის როლიც მნიშვნელოვანია

16-07-2018


მთავარი პროკურორობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის ნაწილში სისტემური მიდგომაა საჭირო.

მისივე თქმით, ამ პროცესში პარლამენტის როლი უმნიშვნელოვანესია.

ამის შესახებ თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  განაცხადა.

„სამართლიანობის აღდგენის ნაწილში მიმაჩნია, რომ არანაირი დეპარტამენტი და არანაირი რესურსი იმ მემკვიდრეობას არ ეყოფა, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ამიტომ სისტემურ მიდგომას როდესაც ვგულისხმობ, მე შემიძლია ვრცლად გითხრათ კონკრეტული საქმეების მიხედვით, როგორ შეიძლება გადაწყვეტილებების, მიღება.

სისტემური მიდგომის დროს ვგულისხმობ, რომ აღნიშული გადაწყვეტილების მიღებაში კორდინირებულად ჩართული უნდა იყოს როგორც ეკონომიკის, ისე ფინანსთა სამინისტრო და თუ საჭიროა პოლიტიკური მხარდაჭერა მოხდეს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს ან ამნისტიას, ანუ აქ პარლამენტის როლიც არის უმნიშვნელოვანესი“- განაცადა თადუმაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031