11-11-2022
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტოსაქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტოსაფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დაათვალიერა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომსაწარმო უახლოეს მომავალში ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებასშეძლებს.
ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონურკომპანიას - „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი დაპოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ. სამხედრო მრეწველობის განვითარებისმიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდახელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვისძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.
სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტაში“ ჯუანშერ ბურჭულაძეს ცენტრის ხელმძღვანელმა,ბრიგადის გენერალმა იოსებ ლოლაძემ სამხედრო მრეწველობის სხვა მნიშვნელოვანიმიმართულებებიც გააცნო. „დელტაში“ თავდაცვის მინისტრთან ერთად, მინისტრისმოადგილეები - დავით ჭიჭინაძე და გიორგი ხაინდრავა, ასევე სხვა ოფიციალური პირებიიმყოფებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024