გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: სააკაშვილი არის თურმე პოლიტპატიმარი და ბატონი კეზერაშვილი, რომელმაც ქართული ჯარი გაძარცვა, მედიამაგნატი - ეს სიმართლედ როგორ უნდა მივიღოთ?

14-11-2022

,,ის გრაფიკი, რაც გვაქვს შემოთავაზებული, თითოეულ უწყებას და სამინისტროს გადაჭარბებით, გეგმაზე უფრო მეტად აქვს შესრულებული და ამით ძალიან ვამაყობთ,” - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ,,იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.

 

როგორც ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრის დროს აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობის ლობისტები სიტუაციის მათ სასარგებლოდ წარმოჩენას ცდილობენ.

 

,,ამ დროს, როგორც სჩვევიათ ამ ნაცმოძრაობის ლობისტებს თუ, ფასიან აქტივისტებს, ვინც არიან, კუბილიუსები, ფოტიგები, გრიგოროვები და მათ შორის, ქალბატონ რაისა, როგორც მე ვეძახი. სულ 10 ადამიანია ვინც პირდაპირი ლობისტები არიან.

 

ევროსაბჭოში ბოლო წუთს, რომ შეაცურეს რეზოლუციაში განცხადება. საქართველოს მოსახლეობამ, რომ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე. ე.ი. სააკაშვილი თურმე არის პოლიტპატიმარი და ბატონი კეზერაშვილი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი, გაძარცვა ჩვენი მაგარი ბიჭები, წაგებული ომის შემდეგ გამხდარი მილიარდერი, ეს ადამიანი არის თურმე მედიამაგნატი და ჩაწერეს, რომ მას სდევნის საქართველოს ხელისუფლება. ეს სიმართლედ რანაირად უნდა მივიღოთ? რანაირად უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს მოსახლეობას, რომ ეს რეზოლუცია არის სამართლიანი და ადეკვატური. ბუნებრივია, გაგვიჭირდება ხომ? იმიტომ რომ სიცრუეა. არასდროს არ გახდება სააკაშვილი პოლიტპატიმარი. იმიტომ, რომ ის კონკრეტულად იხდის სასჯელს, კონკრეტულ დანაშაულებზე, რომელიც გამოიტანა, მათ შორის, ევროპულმა სასამართლომ. რაც შეეხება კეზერაშვილს, კომენტარს, ამ ეტაპზე, აღარ გავაკეთებ,” - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930