გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: შალვა თადუმაძე წარმატებით გაართმევს თავს იმ საქმეს, რასაც პროკურატურის საქმიანობის გაუმჯობესება ჰქვია

16-07-2018

„გადაწყვეტილება მივიღეთ კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე - შალვა თადუმაძე არის პრინციპული ადამიანი, მან ეს პრინციპულობა არაერთგზის გამოავლინა, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მიერ შალვა თადუმაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, შალვა თადუმაძეს შესაბამისი განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს.


„დღეს პარლამენტმა 101 ხმით დაამტკიცა მთავარი პროკურორის და შემდეგ უკვე გენერალური პროკურორის პოსტზე ბატონი შალვა თადუმაძის კანდიდატურა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე. ბატონი შალვა არის პრინციპული ადამიანი, მან ეს პრინციპულობა არაერთგზის გამოავლინა, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას, მას აქვს შესაბამისი გამოცდილება, განათლება, კვალიფიკაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან წარმატებული მთავარი პროკურორი და ნოემბრის შემდეგ უკვე ძალიან წარმატებული გენერალური პროკურორი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძის შეფასებით, მთავარი პროკურატურის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას და არსებობს მოთხოვნები კონკრეტული მიმართულებებით უწყების საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.


„არის მნიშვნელოვანი გამოწვევები პროკურატურის წინაშე. საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია ბატონ შალვა თადუმაძეს ამ თანამდებობის დაკავება. არის სერიოზული მოთხოვნები იმასთან დაკავშირებით, რომ გაუმჯობესდეს კონკრეტული მიმართულებებით პროკურატურის საქმიანობა, მეტი კომუნიკაცია იყოს პროკურატურასა და საზოგადოებას შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი შალვა ძალიან დიდი წარმატებით გაართმევს თავს იმ საქმეს, რასაც ჰქვია პროკურატურის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესება“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031