15-11-2022
„საქართველოს მელიორაცია“, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, დიმი-როკითის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტი ითვალისწინებს წყალგამანაწილებელი არხის 0,4 კილომეტრიანი მონაკვეთის მოპირკეთებასა და ფილტრაციის საწინააღმდეგო დამცავი კედლის, გადასასვლელი და საცალფეხო ხიდების მშენებლობას.
ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, მუნიციპალიტეტში, 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. ასევე, აღარ იარსებებს არხის მიმდებარე საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საშიშროება.
აღნიშნული საირიგაციო სისტემით სოფელ როკითისა და დიდველას 350 ბენეფიციარი სარგებლობს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც516 000 ლარია, მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე სოფელ როკითში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდადა მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
16-11-2024
16-11-2024