გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვარჰეი: საქართველომ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებაა მისი ძლიერი და მყარი მიზანი და ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა

15-11-2022

მიმაჩნია, რომ აი ამ სირთულეების პირობებში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ და აი, ამ ახალი გეოპოლიტიკური წნეხის და  პერიოდის პროცესში, საქართველომ ძალიან კარგად დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი და ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და ჩამოვედი საქართველოში არა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს სათქმელი, არამედ იმისთვის, რომ მოგახსენოთ, რომ მზადა ვართ შევასრულოთ  ეს თხოვნა, - ამის შესახებ ევროკომისარმა  ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 


მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არამარტო  მთავრობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის ქვეყანაში. 


„ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არამარტო  მთავრობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის ქვეყანაში,  და ყველა ვინც აქტიურია და მუშაობს ამ საკითხებზე მას ეხება, ამიტომ დღეს აქ ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით  - გვინდა, დაგეხმაროთ საქართველოს მოსამზადებლად, დაგეხმაროთ  ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაში და აი ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ,"- აღნიშნა ვარჰეიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930