გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით და პირნათლად იქნას შესრულებული

15-11-2022

ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით და პირნათლად იქნას შესრულებული, უმოკლეს ვადებში, ამ მიზნით თითოეულ რეკომენდაციაზე სამუშაო ჯგუფია შექმნილი და მიდის აქტიური მუშაობა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
  
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლიანი მიდგომით ჩაერთვება ამ პროცესში.
 
„მეც კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ ვიშურებთ და არ ვაკლებთ, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით და პირნათლად იქნას შესრულებული, უმოკლეს ვადებში. სწორედ ამ მიზნით არის შედგენილი გრაფიკი, რომელიც პარლამენტმა შეიმუშავა და წარვუდგინეთ ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ამ მიზნით არის შექმნილი, თითოეულ რეკომენდაციაზე, ბატონო კომისარო, სამუშაო ჯგუფი და მიდის აქტიური მუშაობა. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ დავაკლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად მოკლე დროში. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ოპოზიციის გასაკეთებელია. მეც მინდა იგივე ოპტიმიზმით გიპასუხოთ, რაც ბატონმა კომისარმა გამოთქვა და გამოხატა. კიდევ ერთხელ, ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლიანი მიდგომით ჩაერთვება ამ პროცესში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930