გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანებაა

15-11-2022

ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა რეალობის წინაშე გვიწევს დღეს ცხოვრება, ეს არის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების მნიშნელოვანი ნაწილი, 20% არის ოკუპირებული, მოგეხსენებათ კარგად ბატონო კომისარო, ეს არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკომისარ  ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 


პრემიერ-მინისტრმა, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის, ევროკომისარს და ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს მადლობა გადაუხადა.  
 
„ჩვენ ასევე კარგად გვესმის თუ რა რეალობის წინაშე გვიწევს დღეს ცხოვრება, ეს არის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების მნიშნელოვანი ნაწილი, 20% არის ოკუპირებული, მოგეხსენებათ კარგად ბატონო კომისარო, ეს არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება.მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკავშირს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და კიდევ ერთხელ მინდოდა ამის თაობაზე ჩვენი მადლიერების გამოხატვა. მე მინდა ასევე მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ისინი ჩვენ გვეხმარებიან, რომ საქართველომ მაქსიმალურად მოკლე დროში შეასრულოს თორმეტივე რეკომენდაცია და არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დაგვრჩეს და მე მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ თორმეტივე რეკომენდაციას ძალიან მალე შევასრულებთ,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930