გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Globalize UK Conference ლონდონში გაიმართება

16-11-2022

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად სტარტაპების განვითარებისა და მათი მასშტაბირების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Globalize საერთაშორისო კონფერენციას ლონდონში17-18 ნოემბერს გამართავს.

 

კონფერენციის მისია გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე რეგიონული ინვესტიციების, ექსპორტისა და სტარტაპ იდეების გაფართოებაა. Globalize UK Conference ყოველწლიური ღონისძიებაა სტარტაპებისთვის, ინოვატორებისთვის, ტექნიკური ექსპერტებისთვისა და ექსპორტიორებისთვის, რომლებიც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ტექნოლოგიის განვითარების, ექსპორტის შესაძლებლობებისა და ინოვაციების შესახებ აზიარებენ.

 

კონფერენციის მიზანია, ტექნოლოგიების მომავლის შესახებ სასაუბროდ ერთ სივრცეში გააერთიანოს ინოვატორები და ინდუსტრიის ექსპერტები. კონფერენციის ფარგლებში სამუშაო დღე და ქოუჩინგის სესიაც გაიმართება, რაც სტარტაპებს პრეზენტაციისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება. კონფერენცია სტარტაპებისთვის და ექსპორტიორებისთვის არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, საკუთარი თავის წარმოსაჩენად. ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ გლობალურ ინვესტორებს გააცნონ საკუთარი საქმიანობა და გააზიარონ გამოცდილება, საკუთარი იდეებიდა დაამყარონ მნიშვნელოვანი კონტაქტები.

 

კონფერენციაზე 30-მდე მომხსენებელი წარსდგება და გლობალურ ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და შესაძლებლობებსგანიხილავს.

 

„Globalize მთელი მსოფლიოდან აერთიანებს მეწარმეებს, სტარტაპერებს, ინვესტორებსადა ექსპერტებს, რათა ახალბედა მეწარმეებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და მისცენ სწორი რჩევები და რეკომენდაციები. ორი დღით გაერთიანებული სამეფოს გლობალური კონფერენცია დატვირთული იქნება ძირითადი მომხსენებლებით, პანელური დისკუსიებით, სემინარებითა და სპეციალური სესიებით. ეს არის საუკეთესო ადგილი, დამსწრეებმა გაიგონ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღონ წვდომა გლობალურ შესაძლებლობებზე, განავითარონ საკუთარისამეწარმეო საქმიანობა“, - განაცხადა Globalize-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე კუკავამ.

 

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, სილიკონ ველისა და პარიზის შემდეგმხარი დავუჭიროთრიგით მესამე კონფერენციას, რომელიც ლონდონში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება ქართველი სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს უნიკალურ პლატფორმას ახალი კონტაქტების დასამყარებლად, საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური იდეების გასაზიარებლად. ღონისძიება ერთმანეთს დააკავშირებს ინვესტორებს, სტარტაპებს, გამოცდილ სპიკერებს, რათა განიხილონ ინვესტიციების მიმდინარე ტენდენციები, დღეს არსებული გამოწვევები და სწრაფადცვალებადი ტექნოლოგიური ეკოსისტემები. ჩვენ  კი, პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან გომშიაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის,  GLOBALIZE  ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან, რომლებიც დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზრებზე თუ პარტნიორებთან დაკავშირებაში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, Globalize-ს უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი გუნდი 12 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930