გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიასა და რესპუბლიკის მოედანზე ორი დღით მოძრაობა შეიზღუდება

16-07-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 17-19 ივლისს თბილისში კონკრეტულ ლოკაციებზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება.


როგორც ცნობილია, "ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტი გაიმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.


"სამიტში მონაწილე სტუმრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 18-19 ივლისს 08:00-იდან 00:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროყანის გზიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის.


ჩაიკეტება სამანქანო შესასვლელი. რადგან სამიტის მიმდინარეობის გამო რესტორანი ,,ფუნიკულიორი“ და მიმდებარე ობიექტები გადაკეთებული იქნება სასესიო სივრცეებად. მოქალაქეებს მთაწმინდის პარკში მოხვედრა ფუნიკულიორის ტრამვაის მეშვეობით შეეძლებათ.


ასევე, 19 ივლისს 05:00 საათიდან 11:00 საათამდე ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება რესპუბლიკის მოედანზე.


ავტოტრანპორტის მოძრაობა სამიტის დასრულებისთანავე სრულად აღდგება"-აცხადებენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031