გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონთან დაკავშირებით ჯერ გავივლით კონსულტაციას, რატომ არ არის ვენეციის კომისიის დასკვნა და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, აქვს თუ არა აზრი გაგზავნას

16-11-2022

დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონთან დაკავშირებით ჯერ გავივლით კონსულტაციას, რატომ არ არის ვენეციის კომისიის დასკვნა და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, აქვს თუ არა აზრი გაგზავნას - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ვენეციის კომისიას, მიუხედავად იმისა, რომ მიმართა უკრაინულმა მხარემ, ჯერ პასუხი არ გაუცია და არანაირი სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია.

 

„თვეებით ადრე გაგზავნილ ზუსტად ერთი ერთში გადათარგმნილ ასლს პასუხი თუ არ აქვს და დასკვნა არ არის, მეორედ გადაწერონ ქართველებმა, გერმანელებმა, სომხებმა, აზერბაიჯანელებმა, ფრანგებმა და თვეში ერთხელ აგზავნონ, აზრი არ აქვს. უკრაინულ კანონთან დაკავშირებით რა იყო გამომწვევი მიზეზი, რომ ჯერ პასუხი არ არის, ამაზე გავივლით კონსულტაციას, მათ შორის ვენეციის კომისიასთან, პარტნიორებთან, მათ შორის ევროკომისართანაც და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა შეადგინოს რეესტრი, მამუკა მდინარაძის თქმით, უკრაინულ კანონში მითითებული საბჭო არის აღმასრულებელი რგოლი და ბოლომდე, რომ მოხდეს უკრაინულ კანონთან დამთხვევა, უნდა იყოს აღმასრულებელი რგოლი, ამით კიდევ უფრო რელევანტური გახდა უკრაინულ კანონთან მიმართებით ქართული კანონი.

 

„ერთადერთი ფრაზა, რაც შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ასლია გადათარგმნილი, არის, რომ საბჭო, რომელიც მითითებულია უკრაინულ კანონში, საქართველოში არ არსებობს. შესაბამისად, უნდა დაგვეწერა, ვინ უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. რადგან უკრაინულ კანონში მითითებული საბჭო არის აღმასრულებელი რგოლი, ამ შემთხვევაში მივიჩნიეთ, რომ პარლამენტი არაფერ შუაშია და ბოლომდე, ამ ერთი ფრაზითაც რომ მოხდეს უკრაინულ კანონთან დამთხვევა, უნდა იყოს აღმასრულებელი რგოლი. აქედან გამომდინარე, ამით კიდევ უფრო რელევანტური გახდა უკრაინულ კანონთან მიმართებით ქართული კანონი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930