გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: რომან გოცირიძეს უნდა, წარმოგვაჩინოს ფუნდამენტური მიმართულების ერად; ეროვნულობაში და იდენტობაში ეკლესიის როლი დიდია და როდესაც იდენტობას ებრძვი, იცი, რომ უნდა დაარტყა ეკლესიას

16-11-2022

რომან გოცირიძეს უნდა წარმოგვაჩინოს ფუნდამენტალური მიმართულების ერად, რომელსაც ამის გამო ექმნება პრობლემები განვითარებაში - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკამ მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მდინარაძე გამოეხმაურა რომან გოცირიძის „ფეისბუქ“ სტატუსს და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში მათი პიარ პროპაგანდისტული ერთ-ერთი მიმართულება იყო ქართულ ეკლესიაზე დარტყმა, რადგან იდენტობას და ეროვნულობას ებრძვიან.


მისი თქმით, ეროვნულობაში და იდენტობაში ეკლესიის როლი არის განუსაზღვრელად დიდი და როდესაც ეროვნულ იდენტობას ებრძვი, პირველ რიგში იცი, რომ უნდა დაარტყა ეკლესიას. მისივე თქმით, ეს ადამიანები იდენტობას, ეროვნულობას და ეკლესიას ებრძვიან.


„თუკი რაღაც სტატისტიკას ნახავ, სადაც მოგეცემა მანიპულაციის საშუალება, რომ განვითარება და რწმენა ერთმანეთთან ცოტა შეუსაბამოა, ამას იყენებ ისე ბინძურად, როგორც ამას აკეთებენ „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერები და სახეები. ის ავიწყდებათ, რომ ეს არის უდიდესი კულტურის, ტრადიციის ერი, რომელიც ძალიან კარგად ახერხებდა ყველა დროში, რომ მტკიცე რწმენის და თავისი რელიგიის იდენტობის, კულტურის და თავისი წარსულის პატივისცემის კვალდაკვალ განვითარებაზე ეზრუნა, არავიზე ნაკლებად განვითარებული ქვეყანა და ხალხი არ ყოფილიყო ამ ქვეყანაში, როგორ მიყვებოდა მტკიცე რწმენა ეკლესიის იდენტობის, ეროვნულობის პატივისცემა და განვითარება ამ ქვეყანაში ერთმანეთის კვალდაკვალ და როგორ ახერხებდა ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი ამას და როგორ ებრძვიან ზუსტად ამას ის ადამიანები, რომლებიც იდენტობას, ეროვნულობას და ეკლესიას ებრძვიან“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930