გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi 2022 გაიმართება

16-11-2022

საქართველოს ბანკი საინტერესო და საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ  მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი DataFest Tbilisi, უკვე მეექვსედ, 17-19 ნოემბერსგაიმართება. ღონისძიება  ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც ფიზიკურად- Rooms Hotel-ში, ასევე ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით ჩატარდება.

 

DataFest Tbilisi მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ღონისძიება სამ დღეს გრძელდება და აერთიანებს ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც მონაცემებს, მონაცემთა მეცნიერებას და ვიზუალიზაციას უკავშირდება. ღონისძიება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, კონტაქტების დამყარებისა და ახალი თანამშრომლობის მოძიების შესაძლებლობას მეგობრულ გარემოში ქმნის.

 

ფესტივალის ფარგლებში Rooms Hotel Tbilisi-ში ხუთი თემის გარშემო ასობით სტუმარი და 40-ზე მეტი სპიკერი შეიკრიბება. მონაცემთა კონფერენციაზე სტუმრები შემდეგი მიმართულებით დაესწრებიან: მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია,  მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი.

 

„მოხარული ვართ, რომ ბანკის ხელშეწყობით, DataFest Tbilisi 2022, წელს უკვე მეექვსედ იმართება.ჩვენ ფესტივალთან ერთად The Glass Room Misinformation გამოფენასაცვუმასპინძლებს. Tactical Tech-ის მიერ შექმნილი საერთაშორისო პროექტის მიზანია, აუდიტორიას აჩვენოს, როგორ ცვლის სოციალური მედია და ინტერნეტი მოვლენების აღქმასა და მათზე რეაქციას. ასევე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სტარტაპერების ექსპო, რომელზეც  ანტერპრენერებისა და სტარტაპების დამფუძნებლებისთვის გაიმართება  პანელური დისკუსიები,  საუბრები სტარტაპის შექმნისა და დაფინანსების მოძიების შესახებ“, - განაცხადა DataFest Tbilisi-ის დამფუძნებელმა, ნინო მაჭარაშვილმა.

 

„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟულ მონაცემთა ფესტივალს. DataFest Tbilisi 2022 კარგი შესაძლებლობაა მონაცემებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები, დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები და მოისმინონ საინტერესო და ინსპირაციული გამოსვლები. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს მსგავსი პროექტების მხარდაჭერას. ჩვენთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის უკეთ დანახვა და ათვისება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგატიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930