18-11-2022
,,კეზერაშვილი, როდესაც იყო ხელისუფლებაში, მოქმედებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და დღესაც მოქმედებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და როდესაც მას ხვდება კურტ ვოლკერი, ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია,” - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პალიტრას ეთერში დავით კეზერაშვილის და კურტ ვოლკერის შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი ხვდება კორუფციის სიმბოლოს -კეზერაშვილს, ეს ფაქტი შემაშფოთებელია, თუმცა, მათ ამ საკითხზე დეტალურად არ უსაუბრიათ.
კობახიძის განმარტებით კეზერაშვილი, როდესაც იყო ხელისუფლებაში მოქმედებდა საქართველოს წინააღმდეგ და ახლაც, როდესაც კორუფციის სიმბოლო აფინანსებს ლევან ხაბეიშვილის ანტიკორუფციულ ბიუროს, თუ ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძის ტრიოს, ესეც არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
,,ჩვენ ელჩს არ უთქვამს, რომ ვოლკერი ამერიკის სახელით აძლევს დავალებებს კეზერაშვილს. მაგრამ, თავისთავად ვოლკერი ხვდება კეზერაშვილს, ცნობილ, კორუმპირებულ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომისთანავე შექმნა მილიარდიანი ბრუნვის კომპანია და ეს ფული იშოვა რის ხარჯზე? აყაჩაღებდა ბიზნეს და დააყაჩაღა ქართული ჯარი. ქართული ჯარი გაძარცვა, მას წაართვა ფული. ამას ოპოზიცია და პოზიცია ლამის ერთხმად ამბობს და ასეთი ადამიანი არის პიროვნება, რომელსაც ხვდება კურტ ვოლკერი.
ვიღაც კი არ იყო, თავდაპირველად? ელჩი იყო, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ა.შ. ეს რომ შემაშფოთებელია, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, ამის იქით ჩვენ არაფერი არ გვითქვამს. შემაშფოთებელი, რა თქმა უნდა, ეს არის. შეიძლება, სხვებმა სხვა რაღაცები თქვეს, მაგრამ ჩვენ არ გვითქვამს ამისი იქით არაფერი. ვოლკერი, რომ ხვდება კეზერაშვილს, ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის შემაშფოთებელი. იმიტომ, რომ კეზერაშვილი კორუფციის სიმბოლოა. ეგეც შემაშფოთებელია.
ეს ხომ ურთიერთობის შეფუთვაა, მაგრამ თავისთავად ესეც შემაშფოთებელია. უკრაინაში ვახშამზეც დაპატიჟა კეზერაშვილმა ვოლკერი, ისიც ერთი ბიზნესმენის ნაძარცვი ფულით დაპატიჟა და ერთი ჯარისკაცის ნაძარცვი ფულით დაპატიჟა კეზერაშვილმა. როგორ შეიძლება, რომ ვოლკერს ხვდებოდეს კეზერაშვილი, ეს ხომ შემაშფოთებელია. ეს ხომ სირცხვილია? ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი და ამაზე მომავალშიც გავაკეთებთ კომენტარს. იყვნენ ექსპერტები, რომლებმაც გააკეთეს შეფასებები, მაგრამ ჩვენ საჯარო სივრცეში ვერაფერს ვერ ვსაუბრობთ, რომ თუ რაიმე გვაშფოთებს ამაზე ვსაუბრობთ კარს მიღმა. საჯაროდ არც გვისაუბრია და არც ვისაუბრებთ.
მაგრამ, როდესაც რომელიმე ამერიკელი მაღალჩინოსანი ხვდება კეზერაშვილს, რომელიც არის კორუფციის სიმბოლო, ბიზნესის და ჯარის ძარცვის სიმბოლო, ამას როდესაც ხვდება კურტ ვოლკერი, შემაშფოთებელია არა მარტო ჩვენთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებიც საუბრობდნენ ამაზე და საზოგადოების წარმომადგენლებიც. ამაზე აუცილებელია რეაქცია ჩვენი მხრიდან.
კეზერაშვილი, რომ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა, მაგალითად, 2008 წელს და დღესაც, რომ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. მაგრამ ამას ვერ გავშლით ჩვენ. სწორედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაა, როდესაც კეზერაშვილი აფინანსებს ხაბეიშვილს.
10 ათას აძლევს ხელფას ყოველთვიურად და 15 ათას დოლარი აძლევს ანტიკორუფციული მოძრაობისთვის, მისი ენჯეოსთვის. წარმოიდგინეთ, კეზერაშვილი აფინანსებს ხაბეიშვილის ანტიკორუფციულ მოძრაობას. კორუფციის სიმბოლო, აფინანსებს ანტიკორუფციულ მოძრაობას. ესეც ხომ სირცხვილია? აი, ყველაფერს თავი დავანებოთ, ესეც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. როდესაც, კეზერაშვილი აფინანსებს ცნობილ ტროიკას ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაც, ესეც ხომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია? ეს ადამიანი, როდესაც იყო ხელისუფლებაში, მოქმედებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და დღესაც მოქმედებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. და როდესაც მას ხვდება კურტ ვოკლერი ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია,” - განაცხადა კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024