გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: რატომ ასწრებს ამერიკის ელჩი მიმდინარე მოვლენებს და წინსწრებით რატომ ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია?!

22-11-2022

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ქალბატონი კელი დეგნანის არაჯანსაღი დაინტერესების ხარისხი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა/ გამოწვევის საკითხზე კითხვის ნიშნებს ბადებს, რადგან ფაქტია ელჩი წინსწრებით საუბრობს ჯერ არ მომხდარ ფაქტებზე“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, უკრაინის მიერ გაგზავნილი კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ვენეციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, თუმცა არ გაუკვირდება ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შემდეგ აღნიშნული კანონი გაქრეს, რადგან ფაქტია მიმდინარე პროცესები ქალბატონ დეგნანთან წინსწრებით შეთანხმებულია.

 

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ქალბატონი კელი დეგნანის არაჯანსაღი დაინტერესების ხარისხი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა/ გამოწვევის საკითხზე კითხვის ნიშნებს ბადებს, რადგან ფაქტია ელჩი წინსწრებით საუბრობს ჯერ არ მომხდარ ფაქტებზე. "უკრაინამ გაიწვია უკან კანონი ვენეციის კომისიიდან"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კითხვა პირველი - ამ საკითხის ირგვლივ თან მიკერძოების ამ ხარისხით რატომ არის ელჩი დაინტერესებული დეოლიგარქიზაციის კანონით?! კითხვა მეორე- რატომ ასწრებს ამერიკის ელჩი მიმდინარე მოვლენებს და წინსწრებით რატომ ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია?!

 

ფაქტია უკრაინის მიერ გაგზავნილი კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, ვენეციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, იძებნება. თუმცა არ გამიკვირდება მისი ამ განცხადების შემდეგ აღნიშნული კანონი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" ვენეციის კომისიის ოფიციალური ვებგვერდიდან გაქრეს, რადგან ფაქტია მიმდინარე პროცესები ქალბატონ კელი დეგნანთან წინსწრებით შეთანხმებულია. ანუ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით მიდის... ყველაფერი დალაგდა, დასკვნები მარტივი გასაკეთებელია...“- წერს მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930