გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჭიძე: ვერ დაინახო ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის აკეთებს და მისთვის სანქციების დაწესება მოითხოვო, ცოტა უცნაური სიყვარულია

22-11-2022

ნამდვილ აკადემიურ წრეებში დაფასებული ხალხიც გვინახავს, რომლებსაც თითქოსდა "საქართველოს სიყვარულში მზე და მთვარე ამოსდიოდათ" და ზოგი "მცირე იმპერიას" გვიწოდებდა, ზოგი კი უსაზიზღრეს ოპუსებს გვიძღვნიდა-წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე კელი დეგნანის განცხადების შესახებ.

 

“საკმაოდ უცნაურად (კორექტულობის გამო არ ვიტყვი უაზროდ) გამოეხმაურა ქალბატონი დეგნანი ვინმე დევიდ კრამერის განცხადებას, სადაც ნათქვამია რომ - სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ ივანიშვილის დავალებებს.

 

დიახ, სწორედაც რომ "ვინმე" კრამერის, რადგანაც ქალბატონი ელჩის განმარტებით ის "არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში". და თურმე ამ კერძო პირს "ძალიან უყვარს საქართველო". ვერ დაინახო ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის აკეთებს და მისთვის სანქციების დაწესება მოითხოვო, რბილად რომ ვთქვა ცოტა უცნაური სიყვარულია. რაც შეეხება ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორს, რომელიც თურმე აკადემიურ წრეებში დაფასებულია, უბრალოდ ვიტყვი, რომ ნამდვილ აკადემიურ წრეებში დაფასებული ხალხიც გვინახავს, რომლებსაც თითქოსდა "საქართველოს სიყვარულში მზე და მთვარე ამოსდიოდათ" და ზოგი "მცირე იმპერიას" გვიწოდებდა, ზოგი კი უსაზიზღრეს ოპუსებს გვიძღვნიდა. მაგალითისთვის მხოლოდ სახაროვი და ასტაფიევიც კმარა”- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930