გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს: ვის უყვარს საქართველო დევიდ კრამერს? იმ კრამერს ხომ არა, რომელიც საქართველოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმას სთავაზობს ნატოს წევრობის საპირწონედ?

22-11-2022

,,ვის უყვარს საქართველო დევიდ კრამერს? კრამერს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს საქართველოში სიტუაციის არევას? იმ კრამერს ხომ არა, რომელიც თურმე რაღაც ერთობლივ ღონისძიებებს ატარებს კიდევ ერთ საქართველოზე ძალიან "შეყვარებულ" ფოტიგასთან ერთად?’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ს ელჩის განცხადებას დევიდ კრამერის შესახებ.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, კრამერი საქართველოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმის სანაცვლოს სთავაზობს ნატოს წევრობას.

 

,,იქნებ, სულ არ გააკეთოთ კომენტარი? ასეთ კომენტარს ნამდვილად აჯობებს! ვის უყვარს საქართველო დევიდ კრამერს? კრამერს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს საქართველოში სიტუაციის არევას? იმ კრამერს ხომ არა, რომელიც თურმე რაღაც ერთობლივ ღონისძიებებს ატარებს კიდევ ერთ საქართველოზე ძალიან "შეყვარებულ" ფოტიგასთან ერთად? იმ კრამერს ხომ არა, რომელიც საქართველოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმას სთავაზობს ნატოს წევრობის საპირწონედ? იმ კრამერს ხომ არა მინიმუმ თვეში ერთხელ რადიკალური ოპოზიციის მხარდასაჭერად ერთ განცხადებას აკეთებს? მაინცდამაინც არც მის ამერიკულ თუ ევროპულ აკადემიურ წრეებში დაფასებულობის შესახებ გვსმენია, რამე რომ არ მოგატყუოთ!’’ - წერს ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930