გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლელა ჩიქოვანმა საერთაშორისო ფორუმში - „ქალი ლიდერები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში” მონაწილეობა მიიღო

25-11-2022

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში რუმინეთის დედაქალაქში საერთაშორისო ფორუმი - „ქალი ლიდერები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში“ ჩატარდა. ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო ფორუმში საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი მონაწილეობდა.


კონფერენციის ფარგლებში ლელა ჩიქოვანი პანელზე „ეროვნული პერსპექტივები და წარმატების ისტორიები შავი ზღვის რეგიონში“ მოხსენებით წარდგა. სიტყვით გამოსვლისას მან გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიღწევებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ შედეგებზე. პანელის
ბოლოს ლელა ჩიქოვანმა აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა და რჩევები მისცა ახალგაზრდა ქალბატონებს, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში კარიერას იწყებენ.


„ქალი ლიდერები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში“ ფორუმს რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სიმონა ქოჯოქარუ უძღვებოდა. ფორუმზე მოწვეული იყვნენ ნატოს, UNDP, OSCE, აშშ-ის, თურქეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, ისევე როგორც რუმინეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული უცხო ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფების
სამხედრო პერსონალი და რუმინეთის სამხედრო სასწავლებლების მსმენელები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930